დაბრუნება მთავარ გვერდზე

 

პოლიტიკურ იდეოლოგიათა შესახებ ამ მოწინავე ნაშრომის საფუძვლიანად გადამუშავებულ და განახლებულ მესამე გამოცემაში ენდრიუ ჰეივუდი დახვეწილი და გასაგები ენით გვაცნობს იმ პოლიტიკურ მრწამსებსა და დოქტრინებს, რომლებიც ორას წელზე მეტი ხნის განმავლობაში დომინირებდა და აყალიბებდა მსოფლიო პოლიტიკას.

ავტორი საერთაშორისო პერსპექტივაში განიხილავს იდეოლოგიათა მთელ სპექტრს, დაწყებული მეცხრამეტე საუკუნის ტრადიციული იდეოლოგიებით, როგორებიცაა ლიბერალიზმი, კონსერვატიზმი და სოციალიზმი, და დამთავრებული შედარებით თანამედროვე იდეოლოგიებით, ისეთებით, როგორებიცაა ფემინიზმი, ეკოლოგიზმი და პოლიტიკური ისლამი. ამასთან, ჰეივუდი მისთვის დამახასიათებელი მკაფიო ენით აღწერს ამ იდეოლოგიათა როგორც ისტორიულ განვითარებას, ისე იმ გავლენასაც, რომელიც თითოეულმა მათგანმა მოახდინა თანამედროვე პოლიტიკურ მოძრაობებზე, პარტიებსა თუ მთავრობებზე.  გამოკვეთილია განსხვავებულ იდეოლოგიათათვის დამახასიათებელი იდეები და ღირებულებები, აგრეთვე ის მოპაექრე და ზოგჯერ კონფლიქტური ტრადიციები, რომლებიც თვით იდეოლოგიებმა წარმოშვეს.

ეს ახალი გამოცემა შეიცავს ახალი ტიპის ჩანართებს, რომლებშიც თითოეული იდეოლოგიის შიგნით არსებული დაპირისპირებებია წარმოდგენილი. მათში ასევე მოცემულია მრავალმხრივი შეფასება იდეოლოგიათა პერსპექტივებისა ოცდამეერთე საუკუნეში; ყურადღება ძირითადად მახვილდება იმ გავლენაზე, რომელიც პოლიტიკურ იდეოლოგიასა და უმთავრეს იდეოლოგიურ ტრადიციებზე შეიძლება მოახდინოს ისეთმა მოვლენებმა, როგორიცაა გლობალიზაცია, პოსტმოდერნიზმისა და, საზოგადოდ, “პოსტ-იზმების” დამკვიდრება და ძვრები მსოფლიო წესრიგში, მათ შორის გლობალური ტერორიზმის წარმოშობა.

*
“ენდრიუ ჰეივუდის წიგნის უდიდესი ღირსება ისაა, რომ იგი სერიოზულად ეკიდება თვით იდეოლოგიის საგანს, მოთმინებითა და აღნიშვნის ღირსი თვალსაჩინოებით წარმოაჩენს როგორც კლასიკური დასავლური იდეოლოგიების განსხვავებულ ხასიათს, ისე უახლესი იდეოლოგიური აზრის თემატიკასა და მიმართულებებს. მან შექმნა ერთ-ერთი საუკეთესო იმ შესავალ კურსთაგან, რომლებიც ამ თემაზე ოდესმე დაწერილა და გამოცემულა.”

 ენდრიუ გემბლი  

ენდრიუ ჰეივუდი კვლევებისა და პოლიტიკის კურსის ხელმძღვანელია ორფინგტონ კოლეჯში (კენტი). იგი ავტორია წიგნებისა: პოლიტიკა (Politics) (მეორე გამოცემა), პოლიტიკური თეორია (Political Theory) (მეორე გამოცემა) და მთავარი ცნებები პოლიტიკაში (Key Concepts in Politics). ასევე გახლავთ უმაღლესი რანგის ექსპერტი მთავრობისა და პოლიტიკის საკითხებში.

   სად შევიძინოთ