დაბრუნება მთავარ გვერდზე

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ... ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის რეცენზია

გამომცემლობალოგოს პრესისმე-8 კლასისსაქართველოსა და მსოფლიოს გეოგრაფიის სახელმძღვანელოში წარმოდგენილი მასალა ხელს უწყობს სასურველი შედეგის მიღწევას სტანდარტით განსაზღვრული ყველა მიმართულებით. შესასწავლი თემები ითვალისწინებს სწავლებისა და სწავლის ორგანიზების პრინციპებს, ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტით რეკომენდებული ღირებულებებისა და უნარ-ჩვევების გამომუშავებისთვის აუცილებელ მოთხოვნებს.
სახელმძღვანელო დაწერილია მოსწავლის ასაკის შესაფერისი გასაგები, სალიტერატურო ენით, გამორჩეულად მაღალი ხარისხისაა რუკები და სხვა თვალსაჩინოებები, რომლებიც სასწავლო მასალის შემადგენელი ნაწილია. მრავალფეროვანია დავალებები, რაც მოსწავლის მოტივაციის გაზრდასა და, საბოლოოდ, საგნობრივი სტანდარტით განსაზღვრული შედეგების მიღწევას ემსახურება.
რუკები, გრაფიკები თუ სხვა გეოგრაფიული თვალსაჩინოებები თემატურად არის დაკავშირებული ტექსტურ ნაწილთან და ხელს უწყობს აქტიურ სწავლებასა და სწავლას, ავითარებს გეოგრაფიისთვის საჭირო სპეციფიკურ უნარებს. შემაჯამებელი დავალებები მოსწავლეს საშუალებას აძლევს შეაფასოს საკუთარი ცოდნა.
სახელმძღვანელოს ახლავს მასწავლებლის წიგნი, რომელშიც ასახულია უმეტესი გაკვეთილის სცენარი, მოცემულია მეთოდური მითითებები, რაც მასწავლებელს სასწავლო პროცესის დაგეგმვასა და გაკვეთილების ხარისხიანად ჩატარებაში დაეხმარება.