დაბრუნება მთავარ გვერდზე

 

მე-10 კლასის ისტორიის სახელმძღვანელოს მიზანია, ვაქციოთ მოსწავლე ცოდნის მოპოვების მონაწილედ, მასთან ერთად გავიაროთ შემოქმედებითი გზა, რომელსაც ისტორიკოსი გადის მრავალფეროვანი წყაროების ურთიერთშეჯერებისა და დასკვნების გამოტანისას. სახელმძღვანელოს გაკვეთილები და სწავლების მთელი პროცესი ისეა აგებული და წარმართული, რომ მოსწავლე ერთი აკადემიური საათის განმავლობაში თანაზიარი ხდება იმ სიხარულისა, რომელსაც განიცდის ისტორიკოსი ჭეშმარიტების აღმოჩენისას თუ დადგენისას. ამგვარი სწავლებისას, როდესაც ახალი ცოდნის მომპოვებელნი თავად მოსწავლენი არიან, გაზეპირებისთვის არავითარი ადგილი არ რჩება.
სახელმძღვანელოს მე-2, გადამუშავებულ გამოცემაში მთავარი სიახლე ისაა, რომ დაემატა პრაქტიკული სამუშაოები.
მოსწავლის წიგნს ერთვის საკუთარ სახელთა და ტერმინთა საძიებლები.
მასწავლებლის წიგნში მითითებულია ყველა გაკვეთილის სავარაუდო სცენარი, ზოგადი ბიბლიოგრაფია, ხელმისაწვდომი ვებგვერდების ჩამონათვალი.