წიგნში შესულია მარი ლუიზე კაშნიცის ლექსები კრებულიდან άberallnie (ყველგანაროდეს), რომელიც პოეტმა თავად შეადგინა და ქრონოლოგიურად დაალაგა. ქართული გამოცემა შეიცავს ორ ციკლს: შენი დუმილი ჩემი ძახილი (1958-1961) და ეს ერთი სიტყვაც (1962-1965), ასევე რამდენიმე ლექსს ადრინდელი ციკლებიდან. ეს ამონაკრები კარგად წარმოაჩენს იმ გზას, რომელიც პოეტმა უმკაცრესი შინაგანი ჭეშმარიტების ძიებაში განვლო.
|