1270 წელია და ვაჭრის ჩვიდმეტი წლის ვაჟი, მარკო პოლო, მსოფლიოში
ერთ-ერთ ყველაზე სახელგანთქმულ მოგზაურობას უერთდება.
აბრეშუმის გზით შუა საუკუნეების ჩინეთში მიმავალი მარკო
მალე მხედარმთავარ ყუბილაი ყაენს ხვდება, განუზომელი
სიმდიდრის ქვეყანას აღმოაჩენს და სამუდამოდ შეცვლის
დედამიწის გეოგრაფიის გაგებას.
ბუკლეტებით, ჩანართებით, რუკებით აღჭურვილი და ლამაზად ილუსტრირებული ეს
გამოცემა, რომელიც “მარკო პოლოს მოგზაურობის” ნაწყვეტებსაც შეიცავს,
ბრწყინვალედ წარმოაჩენს მსოფლიოს უდიდესი მთხრობლის თავგადასავალს.