პატრიკ ზიუსკინდი ფართოდ ცნობილი რომანის, “სუნამოს” (იგივე “პარფიუმერის”) ავტორია. იგი ერთ-ერთი წამყვანი ფიგურაა თანამედროვე გერმანულენოვან ლიტერატურაში. სხვადასხვა დროს დაწერილი სამი მოთხრობისა და ერთი მხატვრული “დაკვირვებისგან” შედგენილი წინმდებარე კრებულით ზიუსკინდი მცირე პროზის შესანიშნავ ოსტატად გვევლინება.
“პატრიკ ზიუსკინდის ენობრივ-რიტმული ელეგანტურობა მის
მოთხრობებს სიმსუბუქეს ანიჭებს, რომელიც – ყოველგვარი ამჩატების გარეშე –
სიმძიმეს დამთრგუნველობისგან ათავისუფლებს, ხოლო მეორეხარისხოვანს
მნიშვნელობას სძენს. ესოდენ გონებამახვილური ამაღელვებლობით და მაინც
ოსტატური დისტანცირებითაა აქ ყოველივე მოთხრობილი”.
|