დაბრუნება მთავარ გვერდზე

 


წიგნის დასათვალიერებლად ნახეთ ვიდეო

 

ღირსი ჯენტლმენი და პოეტი

უილიამ შექსპირი
 

სერია: ისტორიული ჩანაწერები

ფასი: 19.90 ლარი

ყდა: მაგარი

ფორმატი: 265X306

გვერდების რაოდენობა: 28

დიდი ბარდის გიდობით ეწვიეთ გლობუსის თეატრს და გაეცანით დედოფალ ელიზაბეთის სამეფო კარს. ნახეთ, როგორ გაცოცხლდება თქვენს თვალწინ შექსპირის სამყარო წერილების, ხელნაწერების, პამფლეტების და სხვა მასალების მეშვეობით.

მთელი სამყარო თეატრია და ჩვენ ყველანი
მის სცენაზე ვმსახიობობთ – ქალიც და კაციც:
ხან შემოვდივართ, ხან გავდივართ და ცხოვრებაში
ყოველ ჩვენგანს ბევრი ნიღბის მორგება უწევს...

1613 წელია – სამწერლო კარიერის მიწურულს პოეტი და დრამატურგი უილიამ შექსპირი
ამ წიგნში თავის ქალიშვილს, ჯუდითს თითქოს მთელი განვლილი ცხოვრების ამბავს მოუთხრობს.

მოდით, ამ გამოგონილი დღიურის ფურცლებს მივყვეთ და მასთან ერთად ვიხეტიალოთ მაშინდელი ლონდონისა თუ სტრეთფორდის შუკა-ქუჩებში; წავიკითხოთ ნაწყვეტები მისი თხზულებებიდან, ქალიშვილისადმი მისივე რჩევა-დარიგებებს მივუგდოთ ყური და გავიგოთ, რამ უბიძგა ამა თუ იმ ამბის, კომედიისა თუ ტრაგედიის შეთხზვისაკენ.