ზაზა შათირიშვილის წიგნიგამორჩეულიკონცეპტუალური სიახლით, დახუნძლულიმოულოდნელი (ანდა მოსალოდნელი) მიგნებებით, შთამბეჭდავიკონტექსტური თვალსაწიერით, ზუსტიმეთოდოლოგიური გააზრებით, სანდოდასკვნებითა და განზოგადებებით, ასახავს არა მარტო თანამედროვე ლიტერატურულ კვლევათა გაფართოებულ შესაძლებლობებს, არამედ წარმოადგენს ტექსტის ანალიზის ნიმუშს, შესრულებულს აზრობრივი დამუხტულობითა და სრულყოფილი  ფორმით, და ეს წიგნიარა ოდენ თანადროულ მკვლევართათვის და არა გალაკტიონ ტაბიძის პოეზიის შემსწავლელთათვისკიდევ დიდხანს გამოდგება ნიმუშად.

მერაბ ღაღანიძე

*

წიგნში განხილულია ისეთი პრობლემები, როგორებიცააარტისტული ყვავილებისთემატიკა, 1927 წლის კრებულის პოეტური იდეოლოგია, გალაკტიონის სტილისტური ინვარიანტები, გალაკტიონის ინტერტექსტები. მაგრამ მთავარი საკითხი, რომელსაც მონოგრაფია ეძღვნება, ისაა, თუ როგორ იქცა გალაკტიონი აკაკის ეპიგონიდან იმ პოეტად, რომელიც ელიტურ თუ მასობრივ რეცეპციეᢡში რუსთაველს-*გაუტოლდა.

   სად შევიძინოთ