დაბრუნება მთავარ გვერდზე

 


 

ისტორია

 

მე-8 კლასი

 

მოსწავლის რვეული

 

გარკანი: რბილი

ფორმატი: 275X195 მმ

გვერდების რაოდენობა: 70

გრიფმინიჭებულია საქართველოს განათლების, მეცნიერების,
კულტურისა და სპორტის სამინისტროს  მიერ 2020 წელს.
 

მოსწავლის რვეულის შინაარსი წარმოდგენილია სამი ერთეულით:

1. სავარჯიშოები;
2. საკითხები, რესურსები და კომპლექსური დავალებები;
3. ინტერნეტ-რესურსები და წიგნები.

„სავარჯიშოების“ თავში კონტურულ რუკაზე სამუშაო ყველა სავარჯიშოს ახლავს დავალების შესრულების დეტალური ინსტრუქცია. სავარჯიშოების დახმარებით მოსწავლეს ეძლევა შესაძლებლობა დაეუფლოს ცოდნის სამივე კატეგორიას (დეკლარატიული, პროცედურული და პირობისეული). მოსწავლე შეძლებს საგანთა და მოვლენათა, სიტუაციათა არსებითი ასპექტების გააზრებას, გამოუმუშავდება კატეგორიზაციის უნარი, რომელიც ცოდნის სხვადასხვა კონტექსტში გადატანის (ტრანსფერის) შესაძლებლობას იძლევა.

თავში „საკითხები, რესურსები და კომპლექსური დავალებები“ წარმოდგენილია:

ა) მოსწავლის წიგნში არსებული საგაკვეთილო მასალის გამსხვილების გზით შედგენილი თემატური ერთეულების – საკითხების – სათაურები და იმ გაკვეთილების ჩამონათვალი, რომლებსაც მოიცავს თითოეული საკითხი;

ბ) რესურსები (ძირითადად ინტერნეტ-მისამართები) მოსწავლეებისთვის, რომლებიც დაეხმარებათ აქტოვობების (ძირითადად, გაკვეთილების შემაჯამებელი დავალებების) შესრულებაში, ასევე – კომპლექსურ დავალებებზე მუშაობისას;

გ) კომპლექსური დავალებები, რომელთა შესრულებით ჯამდება თითოეული საკითხის შესწავლა.

ზემოთ ჩამოთვლილი მასალა იმის იდენტურია, რაც წარმოდგენილია მასწავლებლის წიგნის თავში „სასწავლო თემების დაგეგმვა“ (თუმცა აღნიშნულ თავში სხვა ინფორმაციაც არის, რაც მხოლოდ პედაგოგისთვისაა ხელმისაწვდომი). ამ მასალის მოსწავლის რვეულში წარმოდგენის მიზანი ისაა, რომ პედაგოგისთვისაც და მოსწავლისთვისაც ხელმისაწვდომი იყოს საზიარო ინფორმაცია და რესურსები სახელმძღვანელოს მათთვის განკუთვნილი კომპონენტებიდან (პედაგოგისთვის –მასწავლებლის წიგნიდან, ხოლო მოსწავლისთვის – მოსწავლის რვეულიდან).

მოსწავლის რვეულში თავმოყრილი დავალებები საშუალებას იძლევა ვაქციოთ მოსწავლე სწავლა-სწავლების პროცესის წამყვან სუბიექტად, გავუღვიძოთ ინტერესი საგნის მიმართ, განვუვითაროთ ისეთი უნარები, როგორებიცაა: დროსა და სივრცეში ორიენტირება, კვლევა, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება, არგუმენტირებული მსჯელობა და სხვა.